მცდარი

საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კომერციული ბანკების მიმართ უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი, მათ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების ოდენობა წარმოადგენს. მათ შორის გავრცელებული აზრით: „კომერციული ბანკების აქტივების უმეტეს ნაწილს მათ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება წარმოადგენს’’.

საზოგადოება და ბანკები ამ საკითხით დაინტერესდა და კომერციული ბანკების აქტივების ოდენობა და მათი შემადგენლობა გადაამოწმა.

ამ მონაცემების ანალიზისთვის ჩვენ, საქართველოში ხუთი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის: საქართველო, თიბისი, პროკრედიტი,  ბანკი რესპუბლიკა და ბაზისბანკის 2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით არსებული 3 კვარტლის მონაცემები მიმოვიხილეთ (ამ შემოსავლების შესახებ ლიბერთი ბანკის და ოთხი კვარტლის მონაცემები დინამიკაში ხელმისაწვდომი არ იყო). 

გრაფიკი 1: კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი, მოძრავი ქონება და მათი მთლიანი აქტივების რაოდენობა ლარებში.

  წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; nbg.ge

გრაფიკი 1-დან ნათელია, რომ 2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით აქტივების ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოს ბანკი-5,996 მლნ ლარის ოდენობით გამოირჩევა; მეორე ადგილზე თიბისი ბანკი დგას-4,073 მლნ ლარის ოდენობით; მესამეზე პროკრედიტ ბანკი-1,011 მლნ ლარი; მეოთხეზე ბანკი რესპუბლიკა-946 მლნ ლარი და მეხუთეზე ბაზისბანკი-401 მლნ ლარი. რაც შეეხება მათ მიერ დასაკუთრებულ უძრავ და მოძრავ ქონებას პირველ ადგილზე თიბისი ბანკია-73,1 მლნ ლარის ოდენობით; მეორეზე საქართველოს ბანკი-69,6 მლნ ლარი; მესამეზე ბანკი რესპუბლიკა-2,8 მლნ ლარი; მეოთხეზე ბაზისბანკი-1,4 მლნ ლარი და მეხუთეზე პროკრედიტ ბანკი-2,7ათასი ლარის ოდენობით. როგორც გრაფიკიდან უხეშად ჩანს, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება მათ მთლიან აქტივებთან შედარებით ძალიან მცირე თანხას წარმოადგენს.  ამის უფრო ნათელი ანალიზისთვის მიმოვიხილოთ კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების პროცენტული წილი მათ მთლიან აქტივებში.

გრაფიკი 2: ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების პროცენტული წილი მათ მთლიან აქტივებში.


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; nbg.ge

გრაფიკი 2-ზე არსებული მონაცემებიდან ნათელია, რომ ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების პროცენტული წილით მთლიან აქტივებში ყველაზე დიდი ოდენობით თიბისი ბანკი-1.79%-იანი მაჩვენებლით გამოირჩევა, მეორე ადგილზე საქართველოს ბანკი დგას-1.16%; მესამეზე ბაზისბანკი-0.37%, მეოთხეზე ბანკი რესპუბლიკა-0.3% და მეხუთეზე პროკრედიტ ბანკი-0.0%. როგორც ვხედავთ პროცენტული მაჩვენებლები 0%-1.79% ფარგლებში მერყეობს, რაც საკმაოდ დაბალი მონაცემებია.

დასკვნა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების ანალიზისას გამოირკვა, რომ თიბისი ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების წილი მისი მთლიანი აქტივების-1.79%-ს შეადგენს; საქართველოს ბანკის-1.16%; ბაზისბანკის-0.37%; ბანკი რესპუბლიკასი-0.30%, ხოლო პროკრედიტ ბანკის კი-0%.

ზემოთ არსებული მონაცემებიდან ჩვენ ვასკვნით, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული მოსაზრება: „კომერციული ბანკების აქტივების უმეტეს ნაწილს მათ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება წარმოადგენს’’ არის - მცდარი.

მცდარი  - განცხადება არაზუსტია.