2015 წლის იანვარი-მარტის მდგომარეობით კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო (სავალუტო კონვერტაციები) ოპერაციებში 3 მლნ ლარის ზარალი ნახეს. ლართან კურსის მერყეობამ და გაუფასურებამ საკმაოდ არასტაბილური გარემო შექმნეს საკონვერსიო ოპერაციებისთვის და შესაბამისად ბანკებმა არათუ შემოსავალი, არამედ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს. თუ ამ მონაცემს შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ვნახავთ რომ, ამ კუთხით 110% იანი კლება აღინიშნება.
საკონვერსიო ოპერაციებში დაფიქსირებული ზარალისგან განსხვავებით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი იზრდება, ეს იმას ნიშნავს რომ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ მაღალია ფულზე მოთხოვნა, რის გამოც მომხმარებლები ბანკიდან სესხს ისევ აქტიურად იღებენ.
გაეცანით მიმაგრებულ ფაილში საბანკო სექტორის მიმოხილვის შესახებ კვლევას სრული სახით.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.