სასტუმრო Rixos ბორჯომში საზოგადოება და ბანკების ახალი პროექტის, სადისკუსიო კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა. კლუბის პირველი სტუმარი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი იყო. გიორგი ქადაგიძემ საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორი მიმოიხილა. პროექტში მედიის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს. სადისკუსიო კლუბის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.