არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ 2016 წლის ანგარიში მედიას გააცნო.

პრეზენტაციაზე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და მთავარი კამპანიები მიმოიხილა.

„საზოგადოება და ბანკებმა“ 2016 წლის განმავლობაში კონსულტაცია 600-მდე მომხმარებელს გაუწია, გამოაქვეყნა 12 კვლევა, ფინანსური განათლების მიმართულებით სტუდენტებისთვის საერთაშორისო საფინანსო კონგრესი და ეკონომიკური დებატების პროექტი ჩაატარა. განახორციელა სხვადასხვა მედია პროექტიც. ორგანიზაციის მედია სკოლაში, 43-მა ჟურნალისტმა ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით განათლება მიიღო.

„საზოგადოება და ბანკების“ გუნდი სამომავლოდაც გეგმავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

გაეცანით წლიურ ანგარიშს ️http://bit.ly/2jSjVUA