მედია სკოლის სასწავლო კურსი 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს გიორგი ბაქრაძე და მოწვეული ექსპერტები ატარებდნენ, რომელთა შორისაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იყო. ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლეს. პროექტი ლიბერთი ბანკთან ერთად ხორციელდებოდა.

სკოლის მეხუთე ნაკადი 22 ჟურნალისტისგან შედგებოდა. „საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური მედია სკოლა მეექვსე ნაკადის მიღებას შემოდგომიდან დაიწყებს.

ფოტოები.